შოლცი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ

შოლცი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ

1915802
შოლცი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. ამის შესახებ შოლცმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დროს განაცხადა.

შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ საერთო პოზიციის დაჭერის მოწოდება გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავაახლოოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან, ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც“.

მეორეს მხრივ, კანცლერმა შოლცმა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მაგრამ ასევე გამოხატა თავისი მოლოდინები ამ ქვეყნებისგან.



მსგავსი ინფორმაციები