პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო გერმანიაში მომხადრთან

პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო გერმანიაში მომხადრთან

1916122
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო გერმანიაში მომხადრთან
almanya darbe polis.jpg
almanya darbe polis.jpg

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გერმანიაში გადატრიალების დამგეგმავ ჯგუფზე ოპერაციის განხორციელების პროცესი ამ ქვეყნის შიდა საქმეა და მის ქვეყანას ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პესკოვმა დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში გერმანიაში გადატრიალების მოწყობის დამგეგმავი ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია შეაფასა.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო მომხადრთან და დაამატა: "ეს გერმანიის შიდა პრობლემებია. მათ უკვე განაცხადეს, რომ ინციდენტში რუსეთის ჩარევაზე სპეკულაცია არ შეიძლება. მომხდარის შესახებ პრესიდან შევიტყვეთ, ამ საკითხზე არაფერი გვაქვს სათქმელი."

გერმანიაში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციების შედეგად 25 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა.

ბერლინში რუსეთის საელჩოს განცხადებაში რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ნათქვამია, რომ ოფიციალური არხებით არ არიან ინფორმირებული.



მსგავსი ინფორმაციები