მსოფლიო სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

მსოფლიო სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

1906142
მსოფლიო სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

გუშინ, სტამბოლში ბეიოღლუს რაიონში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარ აფეთქებას მსოფლიო გამოეხმაურა.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და ფაქტი მკაცრად დაგმო რა, თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. იგი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირე თურქეთს“.

ფაქტს გამოეხმაურა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა რა, თავის წერილობით განცხადებაში დაგმო სტამბოლში მომხდარი „ძალადობრივი აქტი“ და განაცხადა, რომ აშშ ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს მოკავშირე თურქეთის გვერდით დგას.

მეორეს მხრივ, სტამბოლში მომხდარ ფაქტს აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა, რუსეთი, უკრაინა, იორდანია, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ნიდერლანდები, ინგლისი, გერმანია, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ლიტვა, ლატვია, ბელორუსია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისრაელი, ალჟირი, ქუვეითი, კატარი, პალესტინა, ლიბია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ლიბანი, ერაყი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვენია, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, საქართველო, ინდოეთი, პაკისტანი და აფრიკის ქვეყნები რა, ყველამ მკაცრად დაგმო ინციდენტი და თურქ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.  



მსგავსი ინფორმაციები