ულფ კრისტერსონი ხვალ თურქეთს ეწვევა

ულფ კრისტერსონი ხვალ თურქეთს ეწვევა

1902814
ულფ კრისტერსონი ხვალ თურქეთს ეწვევა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, ხვალ დედაქალაქ ანკარაში გასამართ შეხვედრებზე თურქეთ-შვედეთის ურთიერთობები ყველა განზომილებაში გადაიხედება. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილება შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, მადრიდში გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი (თურქეთი-შვედეთი-ფინეთი) და სხვა რეგიონალური და აქტუალური თემები.

თავის მხრივ, თურქეთ-შვედეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა გაზეთ Aftonbladet-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშრებით ანკარასთან მოლაპარაკებები ახლა უფრო წარმატებით მიმდინარეობს, ვიდრე წინა, სოციალ-დემოკრატების დროს. ბილსტრომ ასევე დასძინა, რომ  მათ არ აქვთ სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან PKK/YPG-თან დაკავშირების დამყარების დღის წესრიგი.



მსგავსი ინფორმაციები