ჩიკაგოში ჰელოუინის დროს მრავალი ადამიანი დაშავდა

ჩიკაგოში ჰელოუინის დროს მრავალი ადამიანი დაშავდა

1900349
ჩიკაგოში ჰელოუინის დროს მრავალი ადამიანი დაშავდა

ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ჩიკაგოში, ჰელოუინის დღესასწაულისთვის შეკრებილი ხალხის მიმართ საეჭვო მანქანიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს ჰელოუინის დღესასწაულისთვის შეკრებილი ხალხის მიმართ საეჭვო ავტომობილიდან ცეცხლი გაიხსნა. შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა. ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა დევიდ ბრაუნმა განაცხადა, რომ დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია რა, მათი მკურნალობა გრძელდება.

ბრაუნმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიების ფარგლებში მანქანაში 2 ადამიანი იყო.


საკვანძო სიტყვები: #ჰელოუინი , #ჩიკაგო , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები