ამერიკა უკრაინას ისევ ეხმარება

ჯო ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

1888682
ამერიკა უკრაინას ისევ ეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას, ისინი ყოველთვის გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას და ამ ქვეყნისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ჩათვით იარაღსა და სამხედრო საბრძოლო მასალებს და დაამატა, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან მკაცრი სანქციები დაუწესონ მათ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიის მცდელობებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება სტამბოლში ხელმოწერილი მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების წარმატებას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები