როდის მიიღებს ევროკავშირი უკრაინაზე სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებას?

როდის მიიღებს ევროკავშირი უკრაინაზე სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებას?

1882200
როდის მიიღებს ევროკავშირი უკრაინაზე სამხედრო დახმარების გადაწყვეტილებას?

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა ოქტომბრის თვეში მიიღონ. ბორელმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მან რუსეთის ბრალდებებს, რომ „უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის უმეტესი ნაწილი ევროკავშირში მიდის“, ასე უპასუხა: „უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის უმეტესი ნაწილი გაჭირვებულ ქვეყნებში მიდის, შეხედეთ მონაცემებს, გადახედეთ სტატისტიკას. უკრაინის ექსპორტის ორი მესამედი აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში განხორციელდა. რაც შეეხება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, გადაწყვეტილება ოქტომბერში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის სხდომაზე იქნება მიღებული“.

ჯოზეფ ბორელიმ სამხედრო დახმარების დეტალებთან დაკავშირებით დეტალები არ გაასაჯაროა.



მსგავსი ინფორმაციები