მორიგი დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

მორიგი დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

1880690
მორიგი დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 11 მესაზღვრე დაშავდა. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტაკებები ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე გრძელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი გაუხსნა ყირგიზეთის სასაზღვრო სოფლებს.

თავის მხრივ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

ცნობისათვის, წინა დღეს ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მესაზღვრეებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად ყირგიზეთის მხარეს 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.



მსგავსი ინფორმაციები