ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 6 სექტემბრის შემდეგ ხარკოვის რეგიონში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს რუსული ძალებისგან

1879675
ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ 6 სექტემბრის შემდეგ ხარკოვის რეგიონში 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს რუსული ძალებისგან.

ჰანა მალიარმა ხარკოვის რეგიონში, ბალაკლიაში, რუსული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები შეაფასა, სადაც უკრაინამ კონტროლი აღადგინა.

მან განაცხადა, რომ 6 სექტემბრის შემდეგ რუსეთის ძალებისგან უკან დაიბრუნეს დაახლოებით 3800 კვადრატული კილომეტრის ფართობი.

„300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 150 000 ჩვენი ადამიანი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი რეალურად მძევლად იყვნენ აყვანილნი“. - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მალიარმა თქვა, რომ რეგიონში რუსული ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ხარკოვის რეგიონი სრულად არ გათავისუფლდება.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ განაცხადა, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევამდე ხარკოვის რეგიონის 30 პროცენტი რუსული ძალების ხელში იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 15 პროცენტია.


საკვანძო სიტყვები: #ომი , #ხარკოვი , #რუსეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები