გაერო იმედს გამოთქვამს, რომ ‘მარცვლეულის შეთანხმება’ გაგრძელდება

გაერო იმედს გამოთქვამს, რომ ‘მარცვლეულის შეთანხმება’ გაგრძელდება

1879619
გაერო იმედს გამოთქვამს, რომ ‘მარცვლეულის შეთანხმება’ გაგრძელდება

გაეროს, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ინიციატივის კოორდინატორმა ამირ აბდულლამ განაცხადა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას იძლევა, ხელი მოეწერა 120 დღით და ისინი იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება გახანგრძლივდება თურქეთის მხარდაჭერითა და გავლენით. ამირ აბდულლამ, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინა 120-მა გემმა დატოვა, რომლებითაც თითქმის 3 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა გამოტანილი.

„ეს არის 120 დღიანი შეთანხმება. როგორც გაერო ასევე სხვა მხარეები, ვცდილობთ შევინარჩუნოთ შეთანხმება. ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები თურქეთიდან, რომ ისინი მხარს დაუჭერენ შეთანხმების გაგრძელებას 120 დღის შემდეგ, მათი გავლენით და გაეროს შუამავლობით. იმედი გვაქვს, რომ პრობლემა არ შეიქმნება“, განაცხადა ამირ აბდულლამ.

შეგახსენებთ, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და გაეროს წარმომადგენლებმა.



მსგავსი ინფორმაციები