ხარკოვზე რუსული ძალების მიერ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსული ძალების მიერ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

1877599
ხარკოვზე რუსული ძალების მიერ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე რუსული ძალების მიერ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ რუსული ძალები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით თავს დაესხნენ ხარკოვის ორ ცენტრალურ რაიონს.

ტერეხოვმა განაცხადა, რომ რაკეტები დაეცა სანაის და ნემიშლიანსკის რაიონებს და თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ რუსულმა ძალებმა ხარკოვზე 5 ცალ-ცალკე სარაკეტო იერიში განახორციელეს და მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე და უკრაინის დედაქალაქ კიევის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი, ხშირად ხდება რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმების სამიზნე.

აღინიშნა, რომ თავდასხმების გამო ხარკოვის მოსახლეობის ნახევარმა ქალაქი დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები