უკრაინა მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ სამმა გემმა დატოვა
უკრაინა მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ სამმა გემმა დატოვა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ სამმა გემმა დატოვა. სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლით გეგმის მიხედვით გრძელდება. დღეს დილის მდგომარეობით უკრაინის პორტები კიდევ 3 გემმა დატოვა“.
შეგახსენებთ, რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და გაეროს წარმომადგენლებმა.
მსგავსი ინფორმაციები
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის და აშშ-ს სამხედრო შტაბების მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა