სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1869200
სუდანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სუდანში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. სამოქალაქო თავდაცვის საბჭოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისის თვიდან მოყოლებული ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად კი, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა, ხოლო 30 ადამიანი დაშავდა.

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ წყალდიდობის შედეგად 21 500-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მთლიანად დაიტბორა და 117 ცხოველი დაიღუპა.

ცნობისათვის, ყოველწლიურად სუდანში, ივლისიდან ოქტომბრამდე გაგრძელებული წვიმების დროს, 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება და  ზიანდება ათობით ათასი სახლი, სამუშაო ადგილი და სასოფლო-სამეურნეო მიწა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #სუდანი

მსგავსი ინფორმაციები