G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ

G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ

1866564
G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები და ევროკავშირი, რუსეთს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე კონტროლი. G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირმა რუსეთი, რომელმაც მიმდინარე წლის 24 თებერვალს უკრაინას ომი გამოუცხადა, დაგმეს.

მათი მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს უკრაინის ზაპოროჟიეს და ყველ სხვა ატომური ელექტროსადგური, რომლებზეც კონტროლი აქვს დამყარებული. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე უკრაინის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობების შესრულება ყოველგვარი მუქარისა და ზეწოლის გარეშე“.

ერთობლივ განცხადებაში ასევე მოწოდებულია, რომ რუსეთმა არ უნდა შეუშალოს ხელი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლებს მუშაობა.



მსგავსი ინფორმაციები