ბურკინა-ფასოში მომხდარ ტერაქტს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში მომხდარ ტერაქტს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა

1866733
ბურკინა-ფასოში მომხდარ ტერაქტს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში მომხდარ ტერაქტს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანა, რომელსაც ჯარისკაცები, ცენტ-ნორდ რეგიონიდან, ბურზანგა-ჯიბოს მიმართულებით გადაჰყავდა, გზაზე წინასწარ დანაღმულ ნაღმს შეეჯახა. ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ ერთი მანქანა, რომელიც იგივე მიმართულებით გადაადგილდებოდა, იმანაც წინასწარ დანაღმულ ბომბს შეეჯახა. ორივე შემთხვევაში მთლიანობაში 15 ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ბურკინა-ფასოს მეზობელ, მალიში გამაგრებული, ალ-ქაიდას და დაეშის ტერორისტები ამ ქვეყანაში 2015 წლიდან მოყოლებული ხშირად ახორციელებენ მსგავს თავდასხმებს. მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული მსგავსი ფაქტების დროს, 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 600 უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები