სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

1865512
სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო შესაძლო მეწყერის და წყალდიდობის გამო მრავალი საავტომობილო გზაც გადაიკეტა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 790 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.

მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #სამხრეთ კორეა

მსგავსი ინფორმაციები