FBI-მ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა
FBI-მ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა (FBI) ფლორიდაში მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარეს.
დონალდ ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ჩემი ლამაზი სახლი, მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ამჟამად ალყაშია, დარბეულია და დაკავებულია FBI-ს აგენტების დიდი ჯგუფის მიერ. ეს ბნელი დღეა აშშ-ის ისტორიაში. მსგავსი ფაქტი ადრე აშშ-ს პრეზიდენტებს არ მოსვლიათ“.
მეორეს მხრივ, აშშ-ს კულისებიდან გავრცელებული ბრალდებების თანახმად, FBI-მ პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპის მიერ თეთრი სახლის საიდუმლო დოკუმენტების მარ-ა-ლაგო პალმ ბიჩში უკანონოდ გატანის თაობაზე გასცა ჩხრეკის ორდერი.
იუსტიციის დეპარტამენტს და FBI-ს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.