როდის დაიწყება მარცვლეულის გადაზიდვა უკრაინიდან?

როდის დაიწყება მარცვლეულის გადაზიდვა უკრაინიდან?

1859552
როდის დაიწყება მარცვლეულის გადაზიდვა უკრაინიდან?

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) განაცხადა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის გადამზიდავი გემები უახლოეს დღეებში დაიძვრებიან.

აღნიშნული განცხადება, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაკმა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გასული კვირის პარასკევს (სტამბულში) მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჩვენ ვთხოვთ ყველა მხარეს იმუშაონ შეთანხმების მიზნის მისაღწევად, რომელიც მოიცავს მარცვლეულით, სასუქით და საკვებით დატვირთული გემების უსაფრთხო ტრანსპორტირებას. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გემების გასატარებლად ყველა პირობაა შექმნილი. მიგვაჩნია, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა ამ პროცესს არ ჩაშლის. შაბათიდან ჩვენ კონტაქტში ვართ მხარეებთან, რომლებიც ვადასტურებთ მათ ვალდებულებას მარცვლეულის შეთანხმების განხორციელებაზე. გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აგრძელებს კომუნიკაციას ყველა შესაბამის პირთან ამ კონტექსტში. ჩვენი მოლოდინი კი ის გახლავთ, რომ რამდენიმე დღეში მარცვლეულით დატვირთული გემები დაიძვრებიან უკრაინის პორტებიდან“, განაცხადა ფარჰან ჰაკმა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და გაეროს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით ხელი მოაწერეს ორ ცალკეულ შეთანხმებას შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები