გვალვის გამო საფრანგეთის ათეულობით დეპარტამენტში მოსახლეობა წყალი შეზღუდულად მიეწოდება

გვალვის გამო საფრანგეთის ათეულობით დეპარტამენტში მოსახლეობა წყალი შეზღუდულად მიეწოდება

1859561
გვალვის გამო საფრანგეთის ათეულობით დეპარტამენტში მოსახლეობა წყალი შეზღუდულად მიეწოდება

ძლიერი სიცხეებით გამოწვეული გვალვის გამო საფრანგეთის 86 დეპარტამენტში მოსახლეობა წყლის შეზღუდულად მოხმარებას დაექვემდებარა. სააგენტო Franceinfo-ს ინფორმაციით, ეკოლოგიური გარდამავალი სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე დაფიქსირდა, რომ ქვეყნის 95 რეგიონიდან 86 გვალვის შედეგად დაზარალდა. რუკაზე, რომელიც შეფერილია ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელით განგაშის დონეს აღნიშნავს. ქვეყნის უმეტესი ნაწილში კი განგაშის ყვითელი და ნარინჯისფერი დონეა. რუკის მიხედვით გვალვის შედეგად ყველაზე მეტად, პეი დე ლა ლუარის და პუატუ-შარენტის რეგიონები დაზარალდა.

მეორეს მხრივ, ძლიერი სიცხეებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. უნგრეთში, სადაც ბოლო წლების ყველაზე ცხელი ზაფხულია, თერმომეტრებმა ღამით რეკორდულ დონეს მიაღწიეს და 25,4 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდნენ.


საკვანძო სიტყვები: #წყალი , #გვალვა , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები