ევროკავშირი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

1856563
ევროკავშირი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას 500 მილიონი ევროს დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ბორელიმ ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა და გაუწიონ მხარდაჭერა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი ესაჭიროება. სწორედ ამის ფარგლებში დამატებით, 500 მილიონ ევროს დახმარებას გავუწევთ რა, მთლიანად ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ღირებულება, 2,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ამან შედეგი გამოიღო. სანქციები შეიძლება ერთ ღამეზე ვერ დაასრულებს ომს, მაგრამ რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის“, განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.  



მსგავსი ინფორმაციები