ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყეს

ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყეს

1856890
ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყეს

ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან ერთად გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, პრესის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ეკონომიკური რეფორმების სფეროებში.

მანვე განაცხადა, რომ დღეს დაგეგმილი სამთავრობათაშორისო კონფერენციის შემდეგ ევროკავშირი, როგორც პირველ ნაბიჯს, დაიწყებს ორივე ქვეყნის სკრინინგის პროცესს და გადაიხედება მრავალი ელემენტი, როგორიცაა ევროკავშირთან თავსებადობა, დაწყებული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობით და დამთავრებული საერთაშორისო შეთანხმებებით.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ალბანეთი შევა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში და იგი დაიცავს ქვეყანას ბუნებრივი კატასტროფებისგან, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა და სხვა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ მაკედონია მოკლე დროში აწარმოებს მოლაპარაკებას Frontex-ის შეთანხმებაზე და ეს უფრო თავსებადს გახდის ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკასთან.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინვესტიციები ორივე ქვეყანაში გაიზრდება და სავაჭრო კავშირები განვითარდება.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა რამამ ასევე მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერისთვის და გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს მის მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

რამამ თქვა, რომ ისინი იმუშავებენ ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული ალბანეთის ასაშენებლად.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა კოვაჩევსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 17 წლის შემდეგ ორი ქვეყნის ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება გამოიწვევს პროგრესს მთელი რეგიონისთვის.



მსგავსი ინფორმაციები