ინდოეთი მე-15 პრეზიდენტს ირჩევს

ინდოეთი მე-15 პრეზიდენტს ირჩევს

1856184
ინდოეთი მე-15 პრეზიდენტს ირჩევს

ინდოეთის პარლამენტში დეპუტატებმა მე-15 პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყეს. იმის გამო, რომ მე-14 პრეზიდენტის რამ ნათხ კოვინდის უფლებამოსილება 24 ივლისს იწურება, მემკვიდრე პარლამენტის კენჭისყრაზე უნდა გამოვლინდეს.

პრეზიდენტის კანდიდატები, მმართველი კოალიციის კანდიდატი დრაუპადი მურმუ და ოპოზიციის პარტიის კანდიდატი იაშვანტ სინჰა გახლავთ. არჩევნების შედეგები, რომელშიც საკრებულოს დაახლოებით 4896 წევრი იღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ, 21 ივლისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში  პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ არა პირდაპირი წესით, არამედ ამომრჩეველთა კოლეგიები, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებისგან და შტატების საკანონმდებლო კრების წევრებისგან შედგება.



მსგავსი ინფორმაციები