ზელენსკი თურქეთისა და გაეროს მადლიერია

ზელენსკი თურქეთისა და გაეროს მადლიერია

1855154
ზელენსკი თურქეთისა და გაეროს მადლიერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლიერია თურქეთისა და გაეროს  ძალისხმევისთვის, რათა აღადგინონ მსოფლიო სურსათის მიწოდება.

ზელენსკი, სოციალურ ქსელ, Telegram-ის მეშვეობით თურქეთში მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს: „მადლობელი ვარ გაეროსა და თურქეთის ძალისხმევისთვის. ამ საკითხის მოგვარება არა მარტო ჩვენს სახელმწიფოს, არამედ მთელ მსოფლიოს სჭირდება, გადაჭარბების გარეშე. თუკი რუსეთის საფრთხე შავ ზღვაში გემების მიმართ მოიხსნება, ეს შეამსუბუქებს გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინის დელეგაციამ მითხრა, რომ შეხვედრაზე პროგრესი იყო. ჩვენ დეტალებს უახლოეს დღეებში,  გაეროს გენერალურ მდივანთან გავაანალიზებთ“.



მსგავსი ინფორმაციები