ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აგრძელებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აგრძელებს

1854855
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აგრძელებს

ევროკომისარმა, იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა  რუსი ოლიგარქების აქტივები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 13,8 მილიარდი ევროა გაყინეს.

მან ამის შესახებ, პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯერჯერობით ჩვენ სულ 13 მილიარდ 800 მილიონი ევროს აქტივები გავყინეთ. გაყინული აქტივების უმეტესობა - 12 მილიარდ ევროზე მეტი, ევროკავშირის 5 ქვეყანაზე მოდის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც დააჩქარებენ ძალისხმევას“, განაცხადა რეინდერსმა.

ცნობისათვის, ევროკავშირმა ამ დრომდე 98 კომპანიის  და 1158 ადამიანის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აქტივები გაყინა, აუკრძალა მათ ევროკავშირში შესვლა და მიიღო სანქციების 6 პაკეტი, მათ შორის ნავთობის ემბარგო.


საკვანძო სიტყვები: #სანქციები , #რუსეთი , #ევროკავშირი

მსგავსი ინფორმაციები