ანტონიო გუტერეშმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

ანტონიო გუტერეშმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

1854820
ანტონიო გუტერეშმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით შეფასებები გააკეთა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ შავი ზღვიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით „ძალიან ბევრი“ იმუშავეს.

ანტონიო გუტერეშმა, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის მხრიდან გუშინ „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით, სტამბოლში გასამართი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული დერეფნის თაობაზე, ძალიან ბევრი იმუშავეს,  მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვასთან დაკავშირებით, სამხედრო დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, სტამბოლში გაიმართება.

„ამ ყველაფრის შემდეგ, თურქეთის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო დელეგაციები და გაეროს დელეგაცია სტამბოლში გამართავენ მოლაპარაკებებს, საზღვაო გზით უკრაინის პორტებში მყოფი მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვაზე საერთაშორისო ბაზრებზე“, განაცხადა ჰულუსი აქარმა. 

ცნობისათვის, 24 თებერვლიდან  მოყოლებული, რუსეთ-უკრაინის ომის გამო შავ ზღვაში, უკრაინის პორტებში მარცვლეულით დატვირთული გემების ბლოკირების გამო მრავალი ქვეყანა, მარცვლეულის დეფიციტს განიცდის.



მსგავსი ინფორმაციები