FARC-ის 10 წევრი მოკლეს

FARC-ის 10 წევრი მოკლეს

1854357
FARC-ის 10 წევრი მოკლეს

კოლუმბიაში, „რევოლუციური ძალების ორგანიზაციის“ (FARC) (მარქსისტულ დაჯგუფება) წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგად 10 წევრი მოკლეს. კოლუმბიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში FARC-ის წინააღმდეგ ოპერაცია განხორციელდა, რომელშიც ვერტმფრენებიც იყო ჩართული. ოპერაციის შედეგად FARC-ის 10 წევრი მათ შორის ოთხი ქალი იქნა მოკლული. ფაქტი დაადასტურა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც.

რეგიონებში სადაც ოპერაციები განხორციელდა, ჩატარებული ჩხრეკების შედეგად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული.

ცნობისათვის, სახელმწიფოსა და FARC-ს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ზოგიერთი ყოფილი მეთაური და FARC-ის წევრი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებას, განაგრძობენ შეიარაღებულ მოქმედებებს.


საკვანძო სიტყვები: #FARC-ის 10 წევრი მოკლეს

მსგავსი ინფორმაციები