ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ

ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ

1850206
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ გადაარჩინეს 144 ჯარისკაცი, რომლებიც რუსეთის მიერ ტყვეობაში იყვნენ. ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ გავათავისუფლეთ 144 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან. მათ შორისაა 59 ეროვნული გვარდიიდან, 30 საზღვაო ძალებიდან, 28 შეიარაღებული ძალებიდან, 17 მესაზღვრე, 9 ანტიტერორისტული ჯარისკაცი და 1 პოლიციელი. კერძოდ, აზოვსტალის 95 მცველი სახლში ბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა უკრაინელი სახლში დავაბრუნოთ“, აცხადებს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გუშინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილებამაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთ-უკრაინას შორის ყველაზე დიდი ტყვეების (144 ჯარისკაცი) გაცვლა გუშინ მოხდა.  



მსგავსი ინფორმაციები