აშშ მარცვლეულის კრიზისის მოგვარების მცდელობებში თურქეთის როლს მიესალმება

აშშ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულის კრიზისის მოგვარების მცდელობებში თურქეთის როლს მიესალმება

1847674
აშშ მარცვლეულის კრიზისის მოგვარების მცდელობებში თურქეთის როლს მიესალმება

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან თურქეთის როლს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული მარცვლეულის კრიზისის მოგვარებაში.

ჯონ კირბიმ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება, 26-28 ივნისს გერმანიაში გასამართი დიდი შვიდეულის (G7) და 29-30 ივნისი ესპანეთში გასამართი ნატოს სამიტები შეაფასა.  

კირბიმ განაცხადა, რომ მარცვლეულის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაიწყო, იქნება G7-ის სამიტის ერთ-ერთი დღის წესრიგი. მისივე თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ამ საკითხის გადაჭრას.

„თურქეთი ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთს ესაუბრება. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით თურქეთის როლს ამ საკითხში. თურქეთი გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით გადაზიდვასთან დაკავშირებით“, განაცხადა მან.

პრესკონფერენციის დროს ჯონ კირბიმ ნატოს სამიტის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ მთავარი განსახილველი თემა, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში წევრობის საკითხი იქნება.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ თურქეთი, შვედეთი და ფინეთი მოაგვარებენ თავიანთ საკითხებს და ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატოს. მაგრამ, ამისთვის დროს ვერ დავასახელებთ“, აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.



მსგავსი ინფორმაციები