ბორელი: „რუსეთი მიზანმიმართულად ამწვავებს გლობალური კვების კრიზისს“

ბორელი: „რუსეთი მიზანმიმართულად ამწვავებს გლობალური კვების კრიზისს“

1846228
ბორელი: „რუსეთი მიზანმიმართულად ამწვავებს გლობალური კვების კრიზისს“

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ამწვავებს გლობალური კვების კრიზისს და ცდილობს გაავრცელოს მოსაზრება, რომ ამის პასუხისმგებელი ევროკავშირის სანქციებია.

ჯოზეფ ბორელიმ ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, უკრაინის ექსპორტს რუსეთი ბლოკავს და არა ევროკავშირი.

„პორტებს, სურსათის მარაგს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზიანს რუსეთი აყენებს და არა ჩვენ. ეს რუსეთის მხრიდან მსოფლიოში საკვების კრიზისი შესაქმნელად გადადგმული მიზანმიმართული ქმედებაა. მოსკოვის ადმინისტრაცია ავრცელებს პროპაგანდას, რომ ამის პასუხისმგებელი ევროკავშირის სანქციებია“, განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

ბორელიმ პრესკონფერენციის დროს ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს საკვებთან და სასუქთან მიმართებაში სანქციები არ დაუწესებია.



მსგავსი ინფორმაციები