ზელენსკი: „უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ისტორიული კვირა იწყება“

ზელენსკი: „უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ისტორიული კვირა იწყება“

1845729
ზელენსკი: „უკრაინის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით ისტორიული კვირა იწყება“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყნისათვის ისტორიული კვირა იწყება, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, ამ დღეებში მოსალოდნელია რუსეთის მტრული აქტივობის ზრდა. ზელენსკიმ აღნიშნული შეფასებები გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

მისივე  თქმით, ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლებლობას ევროპული პერსპექტივის დასაცავად და ახალი მხარდამჭერების შესაკრებად.

„ყველამ კარგად იცის, რომ 1991 წლიდან მოყოლებული უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ახლა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება არის მთელი ევროპის ინტერესებში. შესაძლოა ამ კვირაში, რუსეთის მტრული აქტივობის გაზრდა შეინიშნოს, არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით, მზად ვართ და  ვაფრთხილებთ პარტნიორებს“, განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ გამოთქვა აზრი უკრაინას „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების შესახებ.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები