ზელენსკი: „ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“

ზელენსკი: „ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“

1842835
ზელენსკი: „ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად მის ქვეყანაში.

ზელენსკიმ, Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მიმართვაში, ომის დაწყებიდან 110-ე დღესთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ 110 დღეში მათ დაიბრუნეს კონტროლი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებზე და გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის უმეტესი ნაწილი „მტრის ხელიდან“.

„ზოგადად, 1000-ზე მეტი დასახლება განთავისუფლდა, შეჩერდა დამპყრობლების შემოჭრა სამხრეთ უკრაინაში. დონბასის ბრძოლები აუცილებლად ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის. უკრაინისთვის ამ ომის ფასი ძალიან მძიმე და საშინელია. უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ძლიერი და თანამედროვე იარაღი. ომის პერიოდში მრავალი სამოქალაქო პირი და ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად, მათ შორის ყირიმის. ამისათვის კი ყველაფერს გავაკეთებთ და განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“.


საკვანძო სიტყვები: #მიწები , #ზელენსკი

მსგავსი ინფორმაციები