სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა

ფინეთში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

1842010
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, თქვა, რომ თურქეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მრავალი თვალსაზრისით და, შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს მისი ლეგიტიმური შეშფოთების აღმოსაფხვრელად.

ფინეთში მყოფმა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების შეშფოთება, მათ შორის თურქეთისაც (სეპარატისტული) ტერორისტული ორგანიზაცია PKK-სთან დაკავშირებით“. - თქვა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ ის და მისი გუნდი მუდმივ კონტაქტზე არიან შვედეთის, ფინეთის და თურქეთის ოფიციალურ პირებთან.

კითხვაზე, მიღწეული იქნება თუ არა შეთანხმება აღნიშნული ქვეყნების მონაწილეობის შესახებ ნატოს სამიტზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის შეშფოთებაზე უმოკლეს ვადაში პასუხის გასაცემად და პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევა ეწევიან, თუმცა სამიტს ამ საკითხზე ვადის ამოწურვის მნიშვნელობა არ ექნება. "ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ეს არის შეშფოთება ტერორიზმთან და იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ნატოს არც ერთი მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორისტული თავდასხმებით ისე, როგორც თურქეთი". - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტერორისტული ორგანიზაცია დეაშ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"თურქეთი მთავარ როლს თამაშობს უკრაინის მხარდაჭერასა და ჩარჩენილი ხორბლის ექსპორტის საკითხში. ასე რომ, როდესაც ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირე გამოთქვამს შეშფოთებას ტერორიზმთან დაკავშირებით, ჩვენ მას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ვაკეთებთ. მივესალმები ფინეთისა და შვედეთის მზადყოფნას, რომ განიხილონ ეს საკითხები“. -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნინიისტომ კითხვაზე, არის თუ არა რაიმე პროგრესი თურქეთთან მოლაპარაკებებში, განაცხადა: "პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჩვენი დიალოგის არხები გახსნილია და ჩვენი მოლაპარაკებები გრძელება".

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მის ქვეყანას, თურქეთის შეშფოთების მიმართ ნატოს წევრებისგან განსხვავებული დამოკიდებულებ არ აქვს და ძნელია იმის გაგება, განსაკუთრებით ამ საკითხზე, მათ რატომ იღებენ სამიზნეში“.



მსგავსი ინფორმაციები