ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ლიდერობაზე უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კანჭისყრა  გაიმართება

ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობაზე უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კანჭისყრა  გაიმართება

1838283
ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ლიდერობაზე უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კანჭისყრა  გაიმართება

დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელობაზე უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კანჭისყრა  გაიმართება.

კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელთა „კომიტეტი 1922“-ის თავმჯდომარემ, გრაჰამ ბრედლიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ უნდობლობის კენჭისყის გამართვის მოთხოვნისთვის საჭირო 54 ხელმოწერა შეგროვდა.

ბრედლიმ განაცხადა, რომ უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება დღეს საღამოს 18:00-დან 20:00 საათამდე (ადგილობრივი დროით) და შედეგი მალევე გახდება ცნობილი.

ჯონსონს პარტიის 180 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება გამარჯვებისთვის. ეს დეპუტატების 50 პროცენტზე ერთით მეტს ნიშნავს.

თუ ის კენჭისყრაში წააგებს, ჯონსონს მოუწევს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება და მალევე დაიწყება ლიდერობისთვის ბრძოლა. ჯონსონი ამ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ჯონსონს, პრემიერ-მინისტრის 10 ნომერ ოფისში კოვიდ-19-ის ეპიდემიის დროს კარანტინის წესების დარღვევით წვეულებების ორგანიზებისთვის აკრიტიკებდნენ. ბორის ჯონსონი, რომელიც ასევე დააჯარიმეს ერთ-ერთი ამ წვეულებისთვის, მისი პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა და ოპოზიციამ პარლამენტის მოტყუებაში დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები