რუსეთმა წყნარ ოკეანეში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო
წვრთნები 10 ივლისამდე გაგრძელდება
1837312
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წყნარ ოკეანეში 40-ზე მეტი ხომალდით, 20 სამხედრო თვითმფრინავით და ვერტმფრენით ფართო მასშტაბიანი წვრთნები დაიწყო. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, რომელსაც ადმირალი სერგეი ავაკიანცი ხელმძღვანელობს, ასევე ჩაერთვებიან რუსეთის სარდლობის ხომალდი მარშალ კრილოვი, ფრეგატი მარშალ შაპოშნიკოვი და ნავსაწინააღმდეგო დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე ნავსაწინააღმდეგო წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები.
წვრთნები 10 ივლისამდე გაგრძელდება.