ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1837135
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბრაზილიაში, პერნამბუკოს შტატის სხვადასხვა რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 25 მაისიდან მოყოლებული ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული სტიქიის გამო 126 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. მათივე ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად 9 302-მდე ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი მიეტოვებინა, რომლებიც 27 ქალაქში 111 დროებით თავშესაფარში იქნენ განთავსებული.

მეორეს მხრივ, ძლიერი წვიმების გამო შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული ქალაქების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები