რასმუს პალუდანი აგრძელებს მუსლიმების პროვოცირებას

რასმუს პალუდანი აგრძელებს მუსლიმების პროვოცირებას

1826418
რასმუს პალუდანი აგრძელებს მუსლიმების პროვოცირებას

შვედეთის დასავლეთ გოტალანდის რეგიონში, სადაც მჭიდროდაა მუსლიმი მოსახლეობა, დანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, რასმუს პალუდანიმ პოლიციის დაცვის ქვეშ კიდევ ერთხელ დაწვა წმ. ყურანი. მის მიერ ჩადენილ ამ პროვოკაციულ ქმედებებს დაახლოებით 100-მდე პოლიციელი იცავდა. ადგილზე, სადაც პალუდანი აპირებდა ამ პროვოკაციული ქმედების ჩადენას, სადაზვერვო ტყვიაგაუმტარი ჯავშანმანქანები და პოლიციის 20 მანქანა მიიყვანეს. დანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის ეს ქმედება კი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს იმ მყოფებმა მაგრამ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს მასთან მისვლის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პალუდანი, რომელსაც აქვს დანიის და შვედეთის მოქალაქეობა, 2017 წლიდან პროვოცირებას უწევს წმინდა ყურანის დაწვას დანიის სხვადასხვა ქალაქში.



მსგავსი ინფორმაციები