პოლონეთის პრემიერის თქმით, პუტინი უფრო საშიშია ვიდრე ჰიტლერი და სტალინი

მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უწოდა "უფრო საშიში ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი"

1825551
პოლონეთის პრემიერის თქმით, პუტინი უფრო საშიშია ვიდრე ჰიტლერი და სტალინი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, უწოდა "უფრო საშიში ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი".

ბრიტანულ Daily Telegraph-თან ინტერვიუში მორავიეცკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა რუსეთის ლიდერის პუტინის „მხეცური იდეოლოგიის“ შესახებ და თქვა:

"პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. პუტინს არა მხოლოდ სასიკვდილო იარაღი აქვს ხელთ, არამედ იყენებს მედიას თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად".

მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის "რუსკი მირის" (რუსული მშვიდობა) იდეოლოგია სასიკვდილო საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დაუყოვნებლივი ფოკუსირება მოახდინოს უკრაინის განთავისუფლებაზე, რომელიც 24 თებერვლიდან რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს "მეტი გააკეთონ, ვიდრე სამხედრო მხარდაჭერა".



მსგავსი ინფორმაციები