ლინდა ტომას-გრინფილი თურქეთს მადლობას უხდის

ლინდა ტომას-გრინფილი თურქეთს მადლობას უხდის

1825105
ლინდა ტომას-გრინფილი თურქეთს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ლინდა ტომას-გრინფილმა თურქეთს, სირიელი ლტოლვილების მასპინძლობის გულუხვობისთვის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებით, ტომას-გრინფილი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სედათ ონალს შეხვდა. შეხვედრაზე, თურქეთის მხრიდან სირიელი ლტოლვილების მასპინძლობის და უკრაინის საკითხი იქნა განხილული.  

ლინდა ტომას-გრინფილმა, თურქეთის მხრიდან 3,7 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის მასპინძლობისთვის და რუსეთის მხრიდან, 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის მიმართ წარმოებული ომის ფარგლებში, უკრაინის სუვერენიტეტის და უკრაინელი ხალხის მიმართ გაწეული დახმარების გამო ანკარას მადლობა გადაუხადა.


 



მსგავსი ინფორმაციები