პორტ-ო-პრენსში დაჯგუფებებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

პორტ-ო-პრენსში დაჯგუფებებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

1819674
პორტ-ო-პრენსში დაჯგუფებებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, 24 აპრილიდან მოყოლებული დაჯგუფებებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ჰაიტის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ 24 აპრილს დედაქალაქის ოთხ რეგიონში დაჯგუფებებს შორის შეტაკება დაიწყო, რის შედეგადაც ამ დროისათვის 20 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკებების გამო მრავალი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.

ცნობისათვის, 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტის, ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში დაჯგუფებებს შორის ე.წ. ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები