პუტინი  უკრაინასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს

გაერო უკრაინაში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია

1818935
პუტინი  უკრაინასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს
putin-guterres.jpg
putin.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  უკრაინასთან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს. ვლადიმერ პუტინმა კრემლის სასახლეში, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს იმ პრინციპებს, რომლებზეც გაეროა დაფუძნებული და სამომავლოდაც აპირებენ მათ შესრულებას.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგი საუბრობს წესებზე დაფუძნებულ სამყაროზე, მაგრამ წესები არ არის დაწერილი ზოგიერთის ინტერესების უზრუნველსაყოფად.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში პრობლემა 2014 წელს, ამ ქვეყანაში მომხდარი „გადატრიალების“ შემდეგ გაჩნდა. ვლადიმირ პუტინმა დონბასში კრიზისის დეტალებიც განმარტა და დასძინა: „ჩვენ იძულებული გავხდით გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგვეხორციელებინა. მიუხედავად მიმდინარე სამხედრო ოპერაციისა, მინდა გაცნობოთ, რომ ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ დიპლომატიური გზით. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და არ უარვყოფთ მათ“.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გარღვევა იქნა მიღწეული რუსეთის უკრაინასთან სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებში. პუტინმა თქვა, რომ უკრაინელი მომლაპარაკებლების დამოკიდებულება გადაწყვეტის მიმართ მკვეთრად შეიცვალა ბუჩას ინციდენტის შემდეგ და რომ მოლაპარაკებები, მიუხედავად ყველაფრისა,  ონლაინ რეჟიმში გრძელდება და რომ ის კვლავ იმედოვნებს, ეს დადებითი შედეგია.

მანამდე კი გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი ვითარებით და განაცხადა, რომ ესმის რუსეთის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება უკრაინაში და ევროპის გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი თვალსაზრისით, ეს უკმაყოფილება უნდა გადაწყდეს გაეროს წესდების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა ინსტრუმენტების საფუძველზე. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სრულიად შეუსაბამოა გაეროს წესდებასთან. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ახლა ხდება. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის ტერიტორია ანექსირებულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორ ქვეყანას შორის დიალოგს და თურქეთის კეთილგანწყობას ამ მიდგომაში. მაგრამ, ჩვენი მთავარი ამოცანა, უკრაინაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით არის მისი მოგვარება და გაუმჯობესება“, განაცხადა ანტონიო გუტიერესმა.


საკვანძო სიტყვები: #გაერო , #უკრაინა , #პუტინი

მსგავსი ინფორმაციები