გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

1817536
გაეროს გენერალური მდივანი ისრაელსა და პალესტინას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს ტელეფონით დაუკავშირდა და ოკუპირებულ იერუსალიმის რეგიონში დაძაბულობის შესახებ, მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. გაეროს გენერალური მდივნის პრესცენტრიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გუტერესმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს ტელეფონით ესაუბრა რა დროსაც მას მოუწოდა, რომ იერუსალიმში არსებული დაძაბული სიტუაციის და პროვოკაციების აღკვეთის მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოს.

ამავე ინფორმაციით, გუტერესმა იგივე საკითხი განიხილა პალესტინის მეთაურ მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრის დროს და აღნიშნა, რომ იგი ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იერუსალიმის წმინდა ადგილებზე დაძაბულობის შესამცირებლად და პროვოკაციების აღსაკვეთად მუშაობს.



მსგავსი ინფორმაციები