ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

1817469
ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ბრიანსკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა. ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, ბრიანსკის ბევრ რაიონში მოხდა აფეთქებები და ხანძარი. ამავე ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა იმ ტერიტორიაზე, სადაც თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 120-ე არსენალის კუთვნილი სამხედრო ნაწილია განთავსებული.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა იმ ნავთობსაცავი ობიექტების ირგვლივ მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო, რომლებთანაც ხანძარი გაჩნდა.

ხელისუფლებას მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისათვის, ქალაქი ბრიანსკი უკრაინის საზღვრიდან 154 კილომეტრში მდებარეობს.



მსგავსი ინფორმაციები