პენტაგონი უკრაინაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენტაგონი უკრაინაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1815008
პენტაგონი უკრაინაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინას ზოგიერთი მოკავშირეები მიაწვდიან დამატებითი სამხედრო თვითმფრინავებს, ხოლო თვით აშშ, თვითმფრინავების ნაწილებს.  ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე კირბიმ თქვა, რომ ისინი აგრძელებენ უკრაინისადმი იარაღისა და აღჭურვილობის მხარდაჭერას.

„უკრაინელებს ახლა უფრო მეტი თვითმფრინავი აქვთ, ვიდრე ორი კვირის წინ ჰქონდათ. ეს შემთხვევითი არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ შეუძლიათ შეიძინონ მათთვის ცნობილი თვითმფრინავების ტიპები. დეტალებში რომ არ ჩავუღრმავდე, შემიძლია ვთქვა, რომ სხვა ქვეყნებმა მათ დამატებითი პლატფორმები მიაწოდეს. ამით მათ გააფართოვეს ფლოტი. ასევე მიიღეს შეზღუდული პლატფორმები და სათადარიგო ნაწილები. პლატფორმაში ვგულისხმობ თვითმფრინავებს. მათ შეიძინეს მეტი თვითმფრინავი და მიიღეს სათადარიგო ნაწილები“, განაცხადა ჯონ კირბიმ.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ შესაძლოა შეერთებული შტატები არ აწვდის უკრაინას თვითმფრინავებს, მაგრამ, აწვდის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებს.



მსგავსი ინფორმაციები