ზელენსკი პუტინს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

ზელენსკი პუტინს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

1811564
ზელენსკი პუტინს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მასთან დაახლოებული ოპოზიციის პარტიის ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

ზელენსკიმ ომის 48-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა: „რუსები უკრაინაში შეჭრას რამდენიმე დღეში გეგმავდნენ, მაგრამ მათი 48-საათიანი გეგმები 48 დღემდე გაგრძელდა. რუსულმა არმიამ ამ 48 დღის განმავლობაში იმაზე მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე ჩეჩნეთის 2 ომში და ავღანეთის ომში, რომელიც  10 წელი გაგრძელდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა ვიქტორ მედვედჩუკი. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას, გაცვალეთ მედვედჩუკი ჩვენს ტყვეებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი 2021 წლის მაისიდან სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა. იგი ასევე, პუტინის ქალიშვილის ნათლიაა.



მსგავსი ინფორმაციები