აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: "ჩვენ ვაწვდით სადაზვერვო ონფორმაციას უკრაინას"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: "ჩვენ ვაწვდით სადაზვერვო ონფორმაციას უკრაინას"

1809463
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი: "ჩვენ ვაწვდით სადაზვერვო ონფორმაციას უკრაინას"

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მათ ასევე მიაწოდეს სადაზვერვო ინფორმაცია უკრაინას, რომელსაც ისინი იარაღითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფდნენ.

ლოიდ ოსტინმა გაერთიანებული შტაბის უფროს გენერალ მარკ მილისთან ერთად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ გამართულ სესიაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

მარკ მილიმ თქვა, რომ უკრაინის არმიამ წარმატებით იბრძოლა რუსეთთან ბოლო 6 კვირაში, მაგრამ უკრაინელებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი შეტაკებები ელის და ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დასრულდება ომი.

კითხვაზე, გაიმარჯვებს თუ არა უკრაინის არმია რუსეთის წინააღმდეგ ომში, მილიმ განაცხადა: „მე ეს შემიძლია ვთქვა, რა არის მოგება? ვფიქრობ, გამარჯვება არის ის, რომ უკრაინა 1991 წლიდან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე აგრძელებს როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი არსებობას. ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. ომი, რომელშიც ისინი შევიდნენ, ადვილი არ არის. მისმა პირველმა ნაწილმა ბოლო ექვს კვირაში წარმატებით ჩაიარა. მათ მოახერხეს რუსული შეტევის დამარცხება ორ საკვანძო პუნქტში, მაგრამ წინ ელოდება მნიშვნელოვანი ბრძოლა სამხრეთ-აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, სადაც რუსები იკრებენ ძალას და გეგმავენ შეტევის გაგრძელებას. ამის გამო ვფიქრობ, რომ კითხვაზე, როგორ დასრულდება ეს ომი, ამ მომენტში პასუხის გაცემა შეუძლებელია.”

ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიას დასჭირდება მეტი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემა ომის უფრო ღია, სამხრეთ რეგიონებში გადასვლასთან ერთად და რომ ხანგრძლივი წვრთნებია საჭირო აშშ-ს ჯავშანტექნიკის და საარტილერიო სისტემების გამოსაყენებლად, ამის ნაცვლად ნატოს სხვა ქვეყნების ხელში არსებული უკრაინისთვის ნაცნობი იარაღის და ტქნიკის მათთვის მიწოდებაზე მუშაობენ.

თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, იარაღისა და აღჭურვილობის გარდა, სადაზვერვო ინფორმაციაც მიაწოდა.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს სადაზვერვო ინფორმაცია დონბასის რეგიონში შეტევითი ოპერაციების შესახებ, ოსტინმა თქვა: „ჩვენ ვაძლევთ მათ სადაზვერვო ინფორმაციას დონბასის რეგიონში ოპერაციების ორგანიზებისთვის“.


საკვანძო სიტყვები: #ინფორმაცია , #დაზვერვა , #უკრაინა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები