თეთრი სახლი: "პუტინი შეცდომაში შეიყვანეს"

თეთრი სახლი: "პუტინი შეცდომაში შეიყვანეს"

1805075
თეთრი სახლი: "პუტინი შეცდომაში შეიყვანეს"

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ხელთ აქვთ მტკიცებულება რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ, რადგან ამ უკანასკნელებმა რუსი ლიდერი უკრაინის ომში ჩაბმით, დიდ შეცდომაში შეიყვანეს. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი კეიტ ბედინგფილდი ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ამერიკულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს აქვს სადაზვერვო მონაცემები რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების მხრიდან ომის შესახებ პუტინისათვის არასწორი ინფორმაციების მიწოდების თაობაზე და თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინის შეხედულებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს: ”მაგრამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ პუტინი ეჭვობდა უკრაინაში ომის თაობაზე რუსი სამხედროების მხრიდან შეცდომაში შეყვანის საკითხზე, რაც იწვევდა მათ შორის დაძაბულობას. პუტინს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდად იბრძოდნენ რუსი სამხედროები და რამდენად უარყოფითად დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკა სანქციებით." მისივე თქმით, პუტინის მრჩევლებს ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმაც. “აშკარაა, რომ პუტინის ომი უფრო დიდ სტრატეგიულ შეცდომად გადაიქცა, რაც რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო დაასუსტებს  და იზოლირებულს გახდის მთელი მსოფლიოსგან“. - აღნიშნა ბედინგფილდმა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #პუტინი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები