აშშ-მ რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

აშშ-მ რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

1804302
აშშ-მ რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

აშშ-მ რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებს TÜRKİYE-ში  ახლოდან ადევნებდნენ თვალყურს რა,  მოსკოვის შემდგომ ნაბიჯებსაც ახლოდან დააკვირდებიან.

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან ლი ჰსიენ ლუნგთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრა ჰკითხა რაზეც მან ასე უპასუხა: „სანამ არ დავინახავთ (რუსეთის) ქმედებებს, ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, გააკეთებენ თუ არა იმას, რასაც ამბობენ. დღეს იყო მოლაპარაკებები თურქიეში. ასევე მოლაპარაკებები მქონდა ნატოს ჩვენი პარტნიორებთან საფრანგეთთან, გერმანიასთან და ინგლისთან. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რუსეთის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ჩვენ ერთის მხრივ ვაკვირდებით, რუსეთის ქმედებებს და მათ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვმსჯელობთ, ხოლო მეორეს მხრივ იმასაც განვიხილავთ, უკრაინის მიმართ, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვის სისტემები“.

მეორეს მხრივ, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პოზიციები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო საფასური აუცილებლად უნდა გადაიხადოს და გააგრძელონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება ამ უსამართლო და გაუმართლებელი თავდასხმისგან თავის დასაცავად“, ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები