აშშ მიესალმება პრეზიდენტ ერდოღანისა და ისრაელის პრეზიდენტის ჰერცოგის შეხვედრას

ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის შეხვედრას

1800227
აშშ მიესალმება პრეზიდენტ ერდოღანისა და ისრაელის პრეზიდენტის ჰერცოგის შეხვედრას

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ისრაელის პრეზიდენტის იცხაკ ჰერცოგის შეხვედრას.

თომას-გრინფილდმა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ამერიკის კმაყოფილება ისრაელის მიერ მეზობლებთან ურთიერთობების გაფართოებითა და ნორმალიზებით.

„ჩვენ მივესალმებით ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და ისრაელის პრეზიდენტ ჰერცოგს შორის გამართულ შეხვედრას.“ - თქვა ელჩმა და დაამატა: „ეს ვიზიტები კეთილგანწყობის ჟესტია, შეუძლია ურთიერთნდობის დამყარება და უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შექმნა (რეგიონში).“

ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი 9 მარტს ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარას ეწვია.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ისრაელი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები