ევროკავშირმა სტრატეგიული გზამკვლევი დაამტკიცა

იგი სწრაფი რეაგირების ძალას შექმნის

1799692
ევროკავშირმა სტრატეგიული გზამკვლევი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭოს წერილობითი განცხადების თანახმად, ამ გაერთიანების თავდაცვის მინისტრებმა გუშინდელ შეხვედრაზე მიიღეს სტრატეგიული დოკუმენტი სახელწოდებით „სტრატეგიული გზამკვლევი“, რომელიც იქნება ოპერატიული სახელმძღვანელო ევროკავშირის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისათვის. მართალია ევროკავშირი თავისი 27 წევრი ქვეყნით არის მეტად მნიშვნელოვანი აქტორი მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მაგრამ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მას არ შეუძლია იმოქმედოს ნატოსა და აშშ-ისგან დამოუკიდებლად და ამიტომ ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს, გაერთიანებამ გააძლიეროს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა 2030 წლისთვის. ასე რომ, მის უშუალო გეოგრაფიაში წარმოქმნილ კრიზისებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, ევროკავშირი მიზნად ისახავს გახდეს უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი იმ საფრთხეებისა და გამოწვევებთან საბრძოლველად, რომელთა წინაშე დგას ეს კავშირი ამჟამად. ამ დოკუმენტში ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იქნება ე.წ. “სწრაფი რეაგირების ძალა“, რომელიც შეიქმნება 2025 წლისათვის. მისი წევრთა რაოდენობა 5 ათასი ჯარისკაცით არის განსაზღვრული და კრიზისებში ჩარევის გამოცდილების მიღების მიზნით, რეგულარულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ევროკავშირი ითვალისწინებს ასევე გააძლიეროს თანამშრომლობა როგორც სტრატეგიულ პარტნიორებიდან ნატოსთან, გაეროსთან, ეუთოსთან, აფრიკის კავშირთან და ASEAN-თან, ასევე ორმხრივი სპეციალური პარტნიორობის თანამოაზრე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კანადა, ნორვეგია, ინგლისი და იაპონია. გარდა ამისა ევროკავშირი ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს დიალოგს და თანამშრომლობას დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლებში, აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.



მსგავსი ინფორმაციები