G7 ქვეყნების მოწოდება რუსეთს

G7 ქვეყნების მოწოდება რუსეთს

1797706
G7 ქვეყნების მოწოდება რუსეთს

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები (G7) (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) მოუწოდებენ რუსეთს დაუყონებლივ გაუხსნას კორიდორი რათა მიწოდებულ იქნას ჰუმანიტარული დახმარება მარიუპოლსა და სხვა ალყაში მოქცეულ უკრაინის ქალაქებში.

G7-ის საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: „მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების უარყოფა მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების მიხედვით. რუსეთის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში“.

განცხადებაში ასევე რუსეთი და ბელარუსია უკრაინის პოლიტიკასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი.  


საკვანძო სიტყვები: #G7 ქვეყნების მოწოდება რუსეთს

მსგავსი ინფორმაციები